05 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

 საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის შემუშავება კონსტიტუციური ცვლილებებითაა განპირობებული და აჭარაში მოქმედი 4 საქვეუწყებო დაწესებულების სამინისტროების სისტემაში გადასვლას ითვალისწინებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.