08 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, სასტუმრო „ჰილტონში“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრნენ.

 კონფერენცია სახელწოდებით - „ჩვენ პროფესიონალები ვართ“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენას, ასევე პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონის ხელისუფლების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - „Pearson Education Limited-ის“, კერძო სექტორის, ნავსადგურების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

 ამავე დღეს, საზღვაო აკადემიაში, პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, ახალი საგანმანათელბლო პროგრამების უკეთ გაცნობის მიზნით, „ღია კარის“ დღე გაიმართება.