12 ნოემბერი

   -მომავალი წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

    კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

    კომიტეტმა ცნობად მიიღო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი  2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.