04 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისის მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

 ღონისძიებას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე უძღვებოდა.

 შეხვედრაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა, თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების საქმიანობა და არსებული გამოწვევები, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული სტატისტიკა, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.