13 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ისრაელში საპასუხო ვიზიტით იმყოფება.

 ქართულ დელეგაციას, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქნესეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალბერტ ზახაროვიჩმა და გენერალურმა მდივანმა იარდენა მელერ ჰროვიცმა უმასპინძლეს.

 11-12 დეკემბერს ქნესეთის ადმინისტრაციის ცალკეული სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მასპინძლებმა სტუმრებს საკანონმდებლო საქმიანობის გამოცდილება გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა ინფორმირებისა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მათი ჩართულობის საკითხებზე,  ასევე „მწვანე ქნესეთის“ კონცეფციასა და სხვა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

 ისრაელის ქნესეთში გამართულ შეხვედრებს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი ბექა ჩხეიძე ესწრებოდნენ.