25 დეკემბერი

   რამდენიმე  წუთის წინ  ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ  აინთო.  ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, ხვიჩა შარაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,  ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმელები და ბათუმის სტუმრები ესწრებოდნენ.

   ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ჩვენი რეგიონის წარმატებულმა სპორტსმენებმა და პატარებმა ერთად აანთეს. ცერემონიაზე გამოიფინა დროშაც, რომელიც ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭებისას, ბრიუსელში გადაეცა.