22 იანვარი

 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ , დოკუმენტის შემუშავებიდან,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ მხარდაჭერილ სამუშაო და საჯარო შეხვედრებზე  განხილვის საბოლოო შედეგები  საბჭოს წევრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ გააცნო.

 გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომაზე დამსწრე უმაღლესი საბჭოს წევრები,  საკანონმდებლო ინიციატივის წესით მოახდენენ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიცირებას „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ“.