07 თებერვალი

   „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ბიუროს წარედგინება. გადაწყვეტილება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

    გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, დოკუმენტი ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაგრძელება-განვითარებას, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების თანასწორი რეალიზების ხელშეწყობას ითვალისწინებს.