11 თებერვალი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსს“  ამიერიდან, ზაზა ოქუაშვილის ნაცვლად, მერაბ ბლადაძე წარმოადგენს. უსკო-მ პარტიული სიის რიგით მესამე ნომერი საკანონმდებლო ორგანოში კანონის მოთხოვნების სრული დაცვით წარმოადგინა.  მისი კანდიდატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რიგგარეშე სესიაზე დამსწრე 18-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 დადგენილების პროექტი რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 კენჭისყრამდე სხდომაზე გაკეთდა განცხადებები. ოპოზიციის წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს.

 19 ხმით დამტკიცდა ,,აჭარის  ავტონომიურ  რესპუბლიკაში    გენდერული თანასწორობის  ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“   დადგენილების პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 სამოქმედო გეგმა, რომელიც 7 უმთავრესი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში განხილვამდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ სამუშაო და საჯარო შეხვედრებზე განიხილეს.