18 თებერვალი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ წევრთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის ჟიურში მიიწვიეს.

   ჟიურიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ  კონკურსში რეგიონში მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდები შეარჩია. ისინი, პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ეკოლოგიის, ტურიზმისა და საგარეო პოლიტიკის კომისიებში გადანაწილდებიან და  3 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან.

   ალტერნატიული ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო  ახალგაზრდების მოტივაციის გაძლიერებას, მათთვის საკანონმდებლო საქმიანობის ტექნიკის გაცნობას, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში,  ალტერნატიული საბჭოს წევრები საკანონმდებლო ინიციტივებზე იმუშავებენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციების სახით წარუდგენენ.