18 მარტი

-მჯერა, ბიზნესფორუმი „ბათუმი - ვროცლავი“ ახალ სიტყვას იტყვის ჩვენს ურთიერთობებში. მისასალმებელია, რომ საქართველო - პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს მხარს უბამენ რეგიონები. აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობა სანიმუშოა, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული ბიზნესფორუმის - „ბათუმი-ვროცლავი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
საინვესტიციო ფორუმზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, რეგიონის მთავრობის წევრები და აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკაზე იმსჯელეს.