23 აპრილი

„საქართველო - ა.შ.შ. დიპლომატიური ურთიერთობები: ისტორიული რეტროსპექტივა აჭარიდან“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმში, ამერიკულ კუთხეში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 გამოფენა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და ამერიკის საელჩოს პრეს- ატაშე კრისტოფერ დავენფორთი დაესწრნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საწყის წლებს ასახავს.

 მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში შეერთებული შტატების პირველი საკონსულოს გახსნამ სათავე დაუდო შემდგომ დიპლომატიურ ურთიერთობებს. პოსტერებზე წარმოდგენილია 1897-1970 წლების მანძილზე გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ასახავს ამერიკელი კონსულების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მოგზაურების ვიზიტებს ბათუმში.