28 აპრილი

ბათუმობა სექტემბრის ნაცვლად აპრილში გაიმართა და იგი ბრწყინვალე დღესასწულს - აღდგომას დაემთხვა. ცხადია, ეს არ ყოფილა შემთხვევით. ჩვენი ზღვისპირა ქალაქის ქალაქის სტატუსით ცნობა 131 წლის წინ , სწორედ 28 აპრილს შედგა და ამ დღესასწაულზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმთან დამეგობრებული 9 ქვეყნის 13 ქალაქიდან დელეგაციები ჩამოვიდნენ. საზეიმო მიღება სასტუმრო "შერატონში გაიმართა და მასში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ბათუმის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები და ქალაქის საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.