03 მაისი

3 მაისს მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. თარიღი, რომელიც 1991 წელს ნამიბიის დედაქალაქში - ვინდჰუკში აფრიკული ქვეყნების დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლების მიერ „ვინდჰუკის დეკლარაციის“ მიღებას უკავშირდება, მსოფლიო თანამეგობრობას, თითოეული სახელმწიფოს მთავრობას პრესის თავისუფლების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ მოუწოდებს.
თავისუფალი და დემოკრატიული პრესა ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი პარამეტრია. ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ურთულესი გზა გაიარა - ქართულმა მედიამ გაუძლო ყველა გამოწვევას და მისი თავისუფლების ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ქართული მედიის წარმომადგენლებს ულოცავს ამ დღეს!