05 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

   200 სტუდენტზე გათვლილი ოთხსართულიანი შენობა ლეონიძის 15-ში მდებარეობს და სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სტუდენტთა განკარგულებაშია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები და ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებული ბლოკები. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი გამოიყო, თანხის ნაწილი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით ჩაირიცხა.