07 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, ილია  ვერძაძე, გიორგი დიასამიძე, ცოტნე ანანიძე, სასტუმრო „ რედისონში“, კომპანია “GGM-ის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ.

  „სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში“ - თემაზე მსჯელობა, დისკუსიის ორგანიზატორთა განმარტებით, ბოლო წლებში ახალი სამედიცინო დაწესებულებების ამოქმედებამ, სამედიცინო მომსახურების ხარისხით უკმაყოფილო  პაციენტების რაოდენობის ზრდამ, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის, სამედიცინო ტექნიკის ხარისხის ეჭვქვეშ დაყენებამ, თურქეთის რესპუბლიკაში პაციენტთა ნაკადის გახშირებულმა გადინებამ და რიგმა სხვა მიზეზებმა განაპირობა.

 დისკუსიაზე გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ გაიზიარეს მედიკოსებმა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ მეტად საპასუხისმგებლო სფეროს მუშაობას ახასიათებს.

  დისკუსიაში რეგიონის ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფი, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.