08 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს გივი მიქანაძეს უმასპინძლა.

  შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატებს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

  ხაზგასმით აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ქვეყნისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბოლო პერიოდში ძალზე ნაყოფიერია და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.