18 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ეგიდით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმთა მხარდაჭერით, შუახევის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია ჩატარდა.

 აქციის მსვლელობისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე გაესაუბრნენ ადგილობრივებს და გაეცნენ მათ პრობლემებს. კანონმდებლებმა მედიკოსებს უმაღლეს საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისა და მოსახლეობის თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.