2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ბიუროს წარედგინება

23 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“  დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

 ფრაქცია,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული პროექტი ამავე ფრაქციის წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა.  გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობასთან დაკავშირებით, რის გამოც კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. პროექტი, შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი