კომიტეტი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ინიცირებას იწყებს

23 მაისი

 დღის წესრიგის მცირედი ცვლილებით დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც ამავე კომტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტები წარმოადგინა.

 „საქართველოს ტყის კოდექსში“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში  შესატანი ცვლილებები და საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძისა და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

 ამავე სხდომაზე  იმსჯელეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის“ დოკუმენტის პროექტის შესახებაც, რომლის ინიცირებაც ახლა იწყება საკანონმდებლო ორგანოში. ვახტანგ წულაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ბუნების მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, შესაბამისი უწყებების, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერაა მომზადებული, 11 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მასში არაერთი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია განსაზღვრული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის ბიუროზე წარდგენას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი