27 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგის პირველ საკითხად - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. ფრაქცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული პროექტი კომიტეტმა ამ ეტაპზე არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულება, რომელიც სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს წარედგინება.