28 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით,  ინტეგრირებული სკრინინგის აქცია ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

 უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, აქციაში 50-მდე ბენეფიციარს სამ დიდ დაავადებაზე - ტუბერკულოზზე,AIV-შიდსსა და  C ჰეპატიტზე ჩაუტარდა კვლევა. პროგრამა ფართომასშტაბიანია და მისი საშუალებით მოსახლეობის უფასო გამოკვლევები გრძელდება.

 აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, საქართველოში წითელას არაგეგმიურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ეპიდემიის შეჩერებისა და პრევენციის ღონისძიებებს ითვალისწინებს. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ტარდება ინტეგრირებული სკრინინგიც, რომელიც დაავადებათა შემდგომ პრევენციას ითვალისწინებს.