08 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პორტუგალიაში იმყოფება.

 ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯონ ლინო თრაქუადა გომესთან და პორტუგალიის რესპუბლიკის წარმომადგენელთან მადეირას რეგიონში - ირენეუ კაბრალ ბარეტოსთან. შეხვედრაზე ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის ტურიზმის და კულტურის მიმართულებით პერსპექტივები განიხილეს.  

 საქართველოს  დელეგაციის წევრები მადეირაში, ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული   World Travel Awards-ის გალა ცერემონიალს დაესწრებიან, სადაც ბათუმი, მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

 დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, 8 ივნისს,  საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.