10 ივნისი

 პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები მადეირას ავტონომიური რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს პედრო ქალადოს შეხვდნენ.

 აქტიურად განიხილება მადეირასა და აჭარას შორის თანამშრომლობის საკითხები. რეგიონებს შორის გამოიკვეთა ბევრი საერთო, როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობების მხრივ.

 მადეირას აქვს დიდი გამოცდილება ტურიზმის სფეროში და გამოირჩევა სერვისის მაღალი სტანდარტით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მათი მრავალწლიანი პრაქტიკის გაზიარება