16 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე, აჭარის მთავრობის თავმჯომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ძველ ბათუმში ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას დაესწრო.

  ორსართულიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, აღადგინეს ჩამოშლილი კედლები, ჭერი და დაზიანებული იატაკქვეშა  საფარი, შენარჩუნებულია მოზაიკური იატაკი, ფასადზე არსებული პილასტრები, რიკულიანი აივნები, შენობის კონტური, ფასადის კომპოზიცია და საფასადო სიბრტყეზე არსებული მხატვრული დეტალები.

  ბუტიკური ტიპის სასტუმროში 21 ნომერია, რისთვისაც საინვესტიციო ჯგუფმა დაახლოებით 7 მილიონი ლარი დახარჯა.