24 ივნისი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 53-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც 20-21 ივნისს ბაქოში გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ორგანიზაციის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა,  წინადადებას 12-ვე წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ სხდომებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) შეიქმნა 1993 წელს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებისათვის სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით.