27 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. ინფორმაცია ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

 ჯაბა ფუტკარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ პროექტებსა და სხვადასხვა მიმართულებით გათვალისწინებულ სიახლეებზე. მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, კოოპერატივების განვითარებისა და სხვა პროგრამები.

 გიორგი რომანაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრს კომიტეტის წინადადებები, მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნო.

 კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს დასკვნა და რეკომენდაციები აჭარის მთავრობას გადაეგზავნება.