17 ივლისი

-საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებს თაობები აშენებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ თაობას, რომელსაც ამ ურთიერთობების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. მისასალმებელია, რომ რეგიონული თანამშრომლობა ქალაქებს შორის თანამშრომლობაში გადაიზარდა, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  ბათუმსა და პოლონეთის ქალაქ ვროცლავს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმისა და ვროცლავის მერიის, საკრებულოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელშეკრულება, რომელსაც ქალაქ ბათუმისა და ვროცლავის მერებმა - ლაშა კომახიძემ და იაცეკ სუტრიკმა მოაწერეს ხელი, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითავლისწინებს.