09 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე იმსჯელეს.

  შეხვედრას, რომელსაც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვატანგ წულაძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების, UNDP-ის დაცული ტერიტორიების პროექტის კოორდინატორი და იურისტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  კანონის პროექტი, რომლის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების კომიტეტია, მიზნად ისახავს მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას.

  კანონის პროექტის მიღება განპირობებულია აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მისი ინიციატორი აჭარის უმაღლესი საბჭოა.