„რომაული ფესტივალი - 2019“ გაიხსნა

20 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2019-ის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფესტივალის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაცია და საუკუნეების წინანდელი ტრადიციების გაცოცხლებაა.

გონიოს ისტორიული ციხის ეზოში გამართული თეატრალიზებული სანახაობის - „გლადიატორთა ბრძოლის“ პარალელურად,  2-დღიანი ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია „რომაული ბანაკი“, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. აქვეა მოწყობილი სადღესასწაულო ბაზრობაც, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები, კერამიკული ნაწარმი და ხალხური რეწვის ნიმუშებია წარმოდგენილი.