ქობულეთში თხილის მოსავალს იღებენ

21 აგვისტო

 ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესეპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - გიორგი რომანაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის  წევრები - გიორგი მანველიძე და კობა ნაკაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წყავროკაში იმყოფებოდნენ.     ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ თხილის მოსავლის აღების პროცესს, გაესაუბრნენ ფერმერებს, რომელთაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემული შესაწამლი აპარატების დახმარებით, ხარისხიანი მოსავალი მიიღეს.

 ცნობისათვის: ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 400 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია და შეიქმნა თხილის 60 სადემონსტრაციო ნაკვეთი.