23 აგვისტო

  «თქვენ გაქვთ ძალზე კარგი შესაძლებლობა მიიღოთ ცოდნა უცხოელი პროფესორებისგან, ხოლო უცხოელ სტუდენტებს აქვთ საშუალება ნახონ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტური საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრისას.

  საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ბათუმში 18 აგვისტოს დაიწყო და მასში პოსტსაბჭოთა და ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების 20 სტუდენტი მონაწილეობს. დავით გაბაიძემ  მათ აჭარის კონსტიტუციურ მოწყობაზე, კონსტიტუციურ ორგანოებზე, მათ ფუნქციებსა და საქმიანობის ძირითად პრონციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, უპასუხა სტუდენტებისა და მათი უცხოელი პროფესორების შეკითხვებს.

  საზაფხულო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ 2019 წლის სეზონური სკოლის ქვეპროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით, ბსუ-სა და ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პარტნიორობით  და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის  თანადაფინასებით ბათუმში 18 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დაასრულებს მუშაობას. სტუდენტებს აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები უკითხავენ ლექციებს.

 

        

 

 

Начало формы

Конец формы