27 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა,  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლებმა ორი მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების თაობაზე მოხსენებებით ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები წარსდგნენ.

  გეგმით გათვალისწინებული  ძირითადი  საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ და მაია ხაჯიშვილმა მოისმინეს კანონმდებელთა მოსაზრებები, უპასუხეს შეკითხვებს, რომელთა უმეტესობა რეგიონიოსთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებს ეხებოდა.

  წარმოდგენილი ანგარიშები ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო, რის შემდეგაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი განიხილა:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.