30 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. შესაბამისი მოხსენებით  საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძემ კომიტეტის წევრებს მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო, უპასუხა  შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

კომიტეტმა მიმოხილვა ცნობად მიიღო და მისი ბიუროსთვის წარდგენა მიზანშეწონილად მიიჩნია.  

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტები, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა:

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებები კომიტეტმა ცნობად მიიღო.