05 სექტემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  კომპანია “HOCHBAU-ს” პროექტის - ,,ბათუმი რივიერას” პრეზენტაციას დაესწრნენ. პროექტი, რომლის საივესტიციო თანხა30 მილიონი აშშ დოლარია, მოიცავს აპარტოტელს,საცურაო აუზს, საბავშვო მოედანს, გამწვანებულ ზონას, ელექტრომობილების დასამუხტსა და საპარკინგე ადგილებს.

  კომპანია “HOCHBAU” დაფუძნებულის 2018 წელს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, თუმცა ჰოლდინგში შემავალი კომპანიები უკვე წლებია სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ ქართულ ბაზარზე და განხორციელებული აქვთ ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია როგორც აჭარაში, ისე საქართველოს მასშტაბით, ესპანეთის სანაპიროებზე. კომპანია მშენებლობის სფეროში თანამშრომლობს კომპანია „ანაგთან“, და ხარისხის კონტროლის სფეროშო ლიდერ საერთაშორისო კომპანიასთან -SGS-თან.

   მრავალფუნქციური კომპლექსის - „ბათუმი-რივიერას“ ინტერიერის დიზაინი შექმნილია ესპანელი დიზაინერის რაულ კოსადოს მიერ და მშენებლობაზე კომპანია „ანაგი“ 70 ადამიანს დაასაქმებს.