20 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველ სხდომაზე,  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი განსაზღვრეს.

 სხდომას, ამავე კომისიის თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, კანონის პროექტების განხილვის გრაფიკი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრა:

  1. ხულოს მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 12:00 საათი,
  2. შუახევის მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 15:00 საათი,
  3. ქედის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 12:00 საათი,
  4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 15:00 საათი,
  5. ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 12:00 საათი,
  6. ქალაქი ბათუმი - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი,
  7. ქალაქი ბათუმი - 7 ოქტომბერი, 12:00 საათი.

  კომისიამ ასევე იმსჯელა და მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნების საკითხს.