23 სექტემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი  გიორგი მანველიძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. 

  საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა სტუდენტებს  ახალი  სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

  შეხვედრის ბოლოს დეპუტატებმა სტუდენტებს ირაკლი კობახიძის „კონსტიტუციური სამართალი“ უსახსოვრეს.