ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკში

27 სექტემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მორიგ სხდომაზე,  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკში ცვლილებებზე იმსჯელა.

 სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე უძღვებოდა, კანონის პროექტების განხილვის გრაფიკი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრა:

  1. ხულოს მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 12:00 საათი,
  2. შუახევის მუნიციპალიტეტი - 30 სექტენბერი, 15:00 საათი,
  3. ქედის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 12:00 საათი,
  4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 15:00 საათი,
  5. ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 4 ოქტომბერი, 16:00 საათი,
  6. ქალაქი ბათუმი - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი,
  7. ქალაქი ბათუმი - 7 ოქტომბერი, 12:00 საათი.