30 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შეკრებილებს ცვლილებებზე, მათ არსსა და მიზანზე ინფორმაცია მიაწოდა კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტები _ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. მომხსენებელმა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით,  ისაუბრა სისტემის დადებით და ნაკლოვან მხარეებზე.

კითხვა-პასუხის  რეჟიმზე გადასვლამდე, განხილვის მიონაწილეებს, თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები  უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარტიული სიების დაკომპლექტების პრინციპებზე, ბლოკებად  გაერთიანებასა და საკანონმდებლო ორგანოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მანდატების რაოდენობაზე.

შუახევში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები კომისიის თავმჯდომარემ -დავით გაბაიძემ შეაჯამა.  

ხულოსა და შუახევის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 3 ოქტომბერს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.