03 ოქტომბერი

„თავის დროზე ავირჩიეთ შერეული საარჩევნო სისტემა და ეს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სხვა არჩევანის წინაშე ვდგევართ და მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა    ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, რომელიც  ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა.

კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერაა ინიცირებული. დავით გაბაიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ცვლილებების მომზადების წინაპირობებზე, მათ დადებით და ნაკლოვან მხარეებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

 საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა - გია აბულაძემ,  მერაბ კარანაძემ, მერაბ ბლადაძემ, ილია ვერძაძემ, გიორგი ცინცქილაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ითქვა, ერთადერთი საკითხი რაზეც ჯერ არაა მიღწეული შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ბლოკების საკითხია.

კომისიის წევრების პოზიციების გაცნობის შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეები ე.წ. „დაკარგული ხმებით,“ მაჟორტართა ბიუროების მომავლით, ბარიერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ.

 

განცხადებები