22 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა. ცვლილება ავტონომიურ რესპუბლიკებში 50 %-ზე მეტი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში საჯარო მოსამსახურეთა მონაწილეობასთან და უფუნქციოდ დარჩენილი ამ ტიპის საწარმოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნიუანსს განსაზღვრავს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის ბიუროზე წარდგენას შემდგომი პროცედურების გასავლელად.