04 იანვარი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყინჩაურის აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე.

შეხვედრამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ჩაიარა.მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყინჩაურელების მხრიდან დასმული საკითხები. პირდაპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების შედეგად ყინჩაურის აქციების ორგანიზატორებმა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა გადაწყვიტეს. უახლოეს დღეებში მთავრობის მხრიდან „აჭარისწყალ ჯორჯიასთან“ შუამდგომლობით დაიწყება იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც გეოლოგების მხრიდან ადგილზე მდგომარობის შესწავლის შედეგად დაიდო.