01 ნოემბერი

 უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-19 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

 კანონის პროექტსა და მის თანმდევ პრიორიტეტების დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარუდგენს. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 კომიტეტებსა და ფრაქციებში განსახილველად ასევე  ჩაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენს. ანგარიშის განხილვისთვის წამყვან კომიტეტს ვადა - 29, ხოლო დანარჩენ კომიტეტებს - 27 ნოემბრით განესაზღვრათ.

 განსახილველი საკითხები ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.