01 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, საქართველოს პარლამენტში, ბალტიის ქვეყნების აპარატების უფროსებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის - გივი მიქანაძის მისალმების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერაში ადმინისტრაციის როლზე, რეფორმებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მოხსენებები წარმოადგინეს: აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ, ესტონეთის, ლატვიისა და საქართველოს პარლამენტების აპარატების უფროსებმა - პეეპ იაჰილომ, ლელდე რაფელდემ და გივი მიქანაძემ.

 2-დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ქეთევან კვინიკაძე  უწევდა მოდერირებას,  ჩვენი ქვეყნისა და ბალტიისპირეთის საკანონმდებლო ორგანოებში ჩატარებული კვლევებისა და ანალიტიკური საქმიანობის შესახებ იმსჯელეს, ასევე თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეების გაცვლის თაობაზე გაიმართა დახურული დისკუსია და ელექტრონული სწავლების (E-Learning) პრეზენტაცია.