14 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძის თანაშემწის თანამდებობაზე მადონა ლომინაძე წარადგინა.

  „მადონა ლომინაძე პედაგოგია და მისი გამოცდილება ბავშვთა, შშმ პირთა და გენდერული უფლებების დაცვის მიმართულებით, მჯერა, დადებითად აისახება ჩვენი კომიტეტისა და ზოგადად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე. მადონა ლომინაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ წილოსანი შეცვლა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თამარს მივულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევას, მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, წარმატებებს ვუსურვებ მას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს “,- აცხადებს ცოტნე ანანიძე.