21 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აშშ-ის საკონსტიტუციო საზოგადოების პრეზიდენტს - ქეროლაინ ფრედრიქსონს უმასპინძლა.

  გაცნობითი ხასიათის შეხვედრას უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორი ქეთევან მაისურაძე, ამავე ფონდისა და  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები -  მირანდა ტყაბლაძე და ხათუნა ხვიჩია ესწრებოდნენ.