02 დეკემბერი

  საქართველოს პარლამენტის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას ,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 ინიციატივა სხდომაზე მისმა ავტორმა - უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება იზრდება. კერძოდ: ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ და შეისწავლონ საჯარო სკოლებში სისტემური და ინდივიდუალური ხარვეზები და გადაცდომები. საჭიროების შემთხვევაში ვადრე ადრე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს ან/ და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლებამოსილება. ინიციატივა ხელს შეუწყონს პრევენციული ზომების განხორციელებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. აჭარის ტერიტორიაზე ამ დროისთვის არის 229 საჯარო სკოლა.

 ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების მიერ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა.