12 დეკემბერი

  ამ წუთებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო.  კანონმდებლები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტს განიხილავენ, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს. მინისტრი, დღევანდელ სხდომაზე, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მოხსენებითაც წარსდგება. 

 რიგგარეშე პლენარულ სხდომას აჭარის მთავრობის წევრები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება. სხდომას, ბოიკოტის ნიშნად, არ ესწრებიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.