19 დეკემბერი

  დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 23-ე სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

  ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ (III მოსმენა) კანონის პროექტი, რომელიც ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

  სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის ზურაბ ჭურკვეიძის მიერ წარმოდგენილ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერას ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

  ბიუროს სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

 უმაღლესი საბჭოს 2019 წლის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა.