23 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ექიმს - 90 წლის ირა ვასაძეს, რომელიც ყოფილ N1 საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში 50 წლის განმავლობაში მუშაობდა, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია და გასული წლის საქმიანობის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საზოგადოებას, ტრადიციულად 23 დეკემბერს, მედიკოსების პროფესიულ დღეს წარუდგინა.